• Grey Facebook Icon
  • Grey Twitter Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Pinterest Icon

საქართველო

საქართველო საინტერესო ისტორიისა და  თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანაა - ყველაფერი ეს კი წარმოუდგენელი იქნებოდა ვაზის გარეშე.

უძველესი ქართველები ვაზს „სიცოცხლის ხეს“ უწოდებდნენ. მართლაც, ვაზი უბრალოდ ღვინის დამზადებისთვის საჭირო ნედლეული კი არა, არამედ ქართველებისთვის ცხოვრებისეული მეგზურია. უახლესი არქეოლოგიური გათხრების თანახმად, სწორედ ქართველთა წინაპრებმა შექმნეს კულტურული ვაზის ჯიშები. საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულით დათარიღებული ვაზის წიპწები და ღვინის სასმისები. გარდა ამისა, ლინგვისტები ადასტურებენ, რომ სიტყვა „ღვინო“  ევროპულ ენებში ქართულიდან გავრცელდა.

ვაზის კულტი ქართველების ყოველდღიურობის ნაწილი იყო, რაც ნათლად ჩანს ფოლკლორში, მითოლოგიაში, ხუროთმოძღვრებასა და ორნამენტურ მხატვრობაში. „სიცოცხლის ხემ“ შექმნა ის სათუთი დამოკიდებულება ღვინისადმი, რომლითაც უკვე მრავალი საუკუნეა სულდგმულობს ქართველი ერი. ასევე სიმბოლურია, რომ საქართველოს გაქრისტიანების ისტორიაში ვაზის ჯვარი ფიგურირებს.

ღვინის გარეშე ვერ იარსებებდა ქართული კულტურა დღევანდელი სახით, ხოლო ღვინო ვერ იარსებებდა საქართველოს გარეშე. ქართველებისთვის ვაზი სიცოცხლის საწყისია, ვაზის სიცოცხლე კი საქართველოდან იწყება.