
TRILOGY
სარაჯიშვილი TRILOGY - XIX, XX და XXI საუკუნეების ჰარმონიული სინთეზი, სამი ყურძნის ჯიში და საქართველოს სამი რეგიონი
TRILOGY იმ შთაგონების შედეგია, რომელსაც წარსულისა და აწმყოს გაერთიანების იდეა უდევს საფუძვლად.
ყურძნის სამი ჯიშის, საქართველოს სამი სხვადასხვა რეგიონისა და სამი, XIX, XX და XXI საუკუნის საბრენდე სპირტების სინთეზით მიღებული უნიკალური სითხის საშუალო ასაკი 65 წელია.
მუხის მერქნისგან მიღებული მუქი ოქროსფერი, მრავალწლიანი დაძველების შედეგად წარმოქმნილი სიმრგვალე და სირბილე სასმელს სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს.
TRILOGY-ს კონცეფცია გრაფინის წახნაგოვანი ფორმებით არის გამოხატული. ეს განსაკუთრებული დიზაინი სრულდება თავსახურით, რომელიც ბოთლის ფორმას იმეორებს. დახვეწილი სითხისა და ორიგინალური შეფუთვის სრულყოფილი კომბინაცია TRILOGY-ს იდეას რეალობად აქცევს და აგვირგვინებს მას.