top of page

 კომპანიის საცავებში დაცული ათასობით მუხის  კასრიდან, რომლებიც სხვადასხვა ასაკის,  საქართველოს განსაკუთრებული მიკროზონებიდან მიღებულ სპირტს ინახავს, კომპანიის გამოცდილი ტექნოლოგების გუნდი იმ კონკრეტულს არჩევს, საიდანაც „ვინტაჟის ხაზის“ ახალი პროდუქტი იქმნება. 

 

 „ვინტაჟური ხაზი“ აერთიანებს 25 განსხვავებულ პროდუქტს, რომელიც ერთი, კონკრეტული წლის სპირტისგან მზადდება. ვინტაჟური ხაზის პროდუქტების რაოდენობა შეზღუდულია - მხოლოდ 1000 ბოთლი.

 

საუკუნოვანი ტრადიციებისა და სპირტების უნიკალური კოლექციის  წყალობით, კომპანია  „სარაჯიშვილს“ აქვს შესაძლებლობა, რომ შექმნას ასეთი გამორჩეული და მაღალი ხარისხის პროდუქტები. ეს არის შესაძლებლობებითა და გამოწვევებით აღსავსე გზა, რომელიც დავით სარაჯიშვილმა დაიწყო. სამსაუკუნოვანი ისტორია არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სტიმული, რომ მუდმივად ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებულნი და შემოგთავაზოთ საინტერესო სიახლეები.

თითოეული ბოთლი, გაჩერებული დრო უნიკალური ისტორიაა, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება.  

Sarajishvili Vintage 1941.jpg

VINTAGE 1941

წელი: 1941

რეგიონი: კახეთი,  იყალთო-კურდღელაურისა და წინანდლის მიკროზონები;

 ყურძნის ჯიში: რქაწითელი, მწვანე;

ფერი: სასიამოვნო, კრიალა მუქი ოქროსფერი;

არომატი: რთული, სიძველის ტონებით, ჰარმონიულად შერწყმული ჩირის, თაფლის, პურის ქერქის, ოდნავ შესამჩნევი ვანილისა და შოკოლადის არომატებთან;

გემო: მდიდარი, სხეულიანი, ამავე დროს რბილი, ხავერდოვანი.

Sarajishvili Vintage 1944.jpg

VINTAGE 1944

წელი: 1944

რეგიონი:  იმერეთი, ძირულა-ხარაგაულისა და ჭიათურა-საჩხერის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ცოლიკაური, ციცქა;

ფერი: მუქი ოქროსფერი;

არომატი: სიძველის მიუხედავად, იგრძნობა ცოცხალი ხილისა და ყვავილთა არომატი, ამასთანავე მუხის მერქნის ტონებით გაჯერებული ვანილის არომატი;

გემო: დახვეწილი, დამრგვალებული, რბილი.

Sarajishvili Vintage 1945.jpg

VINTAGE 1945

წელი: 1945

რეგიონი: კახეთის რეგიონი, ყვარლის რაიონი, შილდა-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: მიმზიდველი, კრიალა ქარვისფერიდან ოქროსფერში გარდამავალი;

არომატი: მრავალფეროვანი, რთული, ხმელი ხილის, მინდვრის ყვავილთა, მუხის მერქნის, ოდნავ ტყავის, ვანილისა და შოკოლადის სასიამოვნო ტონებით;

გემო: დახვეწილი, რბილი, ძველი კონიაკისათვის დამახასიათებელი მუხის პიკანტური გემოთი. 

Sarajishvili Vintage 1946.jpg

VINTAGE 1946

წელი: 1946

რეგიონი: კახეთის რეგიონი, ყვარლის რაიონი, შილდა-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი, მწვანე;

ფერი: ქარვისფერიდან ოქროსფერში გარდამავალი;

არომატი: მდიდარი, მრავალფეროვანი, სიძველის დამახასიათებელი ტონებით;

გემო: დახვეწილი, სასიამოვნო, რბილი.

Sarajishvili Vintage 1947.jpg

VINTAGE 1947

წელი: 1947

რეგიონი: კახეთის რეგიონი, ყვარლის რაიონი, ქინძმარაულის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: მუქი ყავისფერი;

არომატი: რთული, ვანილისა და შოკოლადის ჰარმონიული სურნელით;

გემო: სასიამოვნო, დახვეწილი, კარამელისა და მუხის მერქნის არომატითლ.

Sarajishvili Vintage 1949.jpg

VINTAGE 1949

წელი: 1949

რეგიონი: ქართლი, გორი-კასპი-მუხრანი-მცხეთის მიკროზონა; 

ყურძნის ჯიში: ჩინური, გორული მწვანე;

ფერი:  მუქი ქარვისფერი;

არომატი: მდიდარი, ნაირფეროვანი, ჩირის, კარამელისა და მუხის მერქნის ტონებით;

გემო: სასიამოვნო, დახვეწილი, პიკანტური სიმწკლარტით.

Sarajishvili Vintage 1950.jpg

VINTAGE 1950

წელი: 1950

რეგიონი: იმერეთი, ზესტაფონი-თერჯოლის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ციცქა და ცოლიკაური;

ფერი:  ოქროსფერი;

არომატი: რთული, ჩირის, სუნელების, მინდვრის ყვავილთა სურნელით;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის გამოკვეთილი ტონებით.

Sarajishvili Vintage 1952.jpg

VINTAGE 1952

წელი: 1952

რეგიონი: ქართლი, ხაშური-სურამის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში:  ჩინური და გორული მწვანე;

ფერი: ოქროსფერი;

არომატი: მდიდარი, სიძველისათვის დამახასიათებელი მუხის შოკოლადისა და ვანილის ტონებით;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის გამოკვეთილი ტონებით.

Sarajishvili Vintage 1953.jpg

VINTAGE 1953

წელი: 1953

რეგიონი: კახეთი, გრემი-შილდა-საბუე-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: სასიამოვნო მუქი ოქროსფერი;

არომატი: მდიდარი, მრავალფეროვანი, მინდვრის ყვავილთა სასიამოვნო სურნელი საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მუხის, შოკოლადისა და ვანილის ტონებთან;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის გამოკვეთილი ტონებით.

Sarajishvili Vintage 1955.jpg

VINTAGE 1955

წელი: 1955

რეგიონი: ქართლი, ხაშური-სურამის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ჩინური და გორული მწვანე;

ფერი: სასიამოვნო მუქი ოქროსფერი;

არომატი: გამოკვეთილი, შავი ქლიავის, ნუშის, პურის ქერქის, შოკოლადის პიკანტური სურნელით;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის გამოკვეთილი ტონებით.

Sarajishvili Vintage 1956.jpg

VINTAGE 1956

წელი: 1956

რეგიონი: იმერეთი, ზესტაფონი-თერჯოლის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ციცქა და ცოლიკაური;

ფერი: კრიალა ოქროსფერი;

არომატი: მდიდარი, ხილისა და მინდვრის ყვავილთა სასიამოვნო სურნელით;

გემო: დახვეწილი, ჰარმონიული, რბილი.

Sarajishvili Vintage 1957.jpg

VINTAGE 1957

წელი: 1957

რეგიონი: იმერეთი, ვაჭევი-ზესტაფონი-სვირის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ციცქა და ცოლიკაური;

ფერი: ოქროსფერში გარდამავალი კრიალა ყავისფერი;

არომატი: დახვეწილი, სასიამოვნო, ხილის, კენკრის ტონების საოცარი თანხვედრა მუხის მერქნისა და ვანილის სურნელთან;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის ტონებით;

Sarajishvili Vintage 1958.jpg

VINTAGE 1958

წელი: 1958

რეგიონი: ზემო იმერეთი და ნაწილობრივ, შუა იმერეთი, ძირულა, ძირულა-ხარაგაულის და ჭიათურა-საჩხერის, ზესტაფონის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ცოლიკაური, ციცქა;

ფერი:  კრიალა მუქი ჩალისფრიდან გარდამავალი ოქროსფერში;

არომატი: ცოცხალი ხილისა და ყვავილთა სურნელით, ამასთანავე მუხის მერქნის ტონებით გაჯერებული ვანილის არომატით;

გემო: რბილი, ჰარმონიული.

Sarajishvili Vintage 1959.jpg

VINTAGE 1959

წელი: 1959

რეგიონი: ქვემო ქართლი: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მიკროზონები;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: ოქროსფერი;

არომატი: სასიამოვნო, დახვეწილი, კარამელის, ჩირის,  ვანილისა და მუხის მერქნის პიკანტური ტონებით;

გემო:  სავსე, მდიდარი, ძველი ბრენდებისათვის დამახასიათებელი მცირედი პიკანტური სიმწკლარტით.

Sarajishvili Vintage 1960.jpg

VINTAGE 1960

წელი: 1960

რეგიონი: ქვემო ქართლი: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მიკროზონები;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: მუქი ოქროსფერი;

არომატი: მრავალფეროვანი, მინდვრის ყვავილთა, ხმელი ხილის, კარამელის დახვეწილი სურნელით;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის ტონებით.

Sarajishvili Vintage 1964.jpg

VINTAGE 1964

წელი: 1964

რეგიონი: იმერეთი, ვარციხის, დიმის, როკითის მიკროზონები;

ყურძნის ჯიში: ცოლიკაური, ციცქა;

ფერი:  ქარვისფერიდან მუქ ოქროსფრამდე;

არომატი: დახვეწილი, სასიამოვნო, ხილის, კენკრის ტონების საოცარი თანხვედრა მუხის მერქნისა და ვანილის სურნელთან;

გემო: დახვეწილი, რბილი.

Sarajishvili Vintage 1968.jpg

VINTAGE 1968

წელი: 1968

რეგიონი: იმერეთი, ბაღდათი-ვარციხის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ციცქა და ცოლიკაური;

ფერი: მიმზიდველი, კრიალა გამჭვირვალე, ოქროსფერში გარდამავალი მუქი ქარვისფერი;

არომატი: რთული, მრავალფეროვანი, ხილისა და ყვავილთა სასიამოვნო სურნელი საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მუხისა და შოკოლადის ტონებთან;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის ტონებით.

Sarajishvili Vintage 1969.jpg

VINTAGE 1969

წელი: 1969

რეგიონი: ქართლი, აღაიანი-კასპი-მუხრანი-მცხეთის მიკროზონა; 

ყურძნის ჯიში: ჩინური, გორული მწვანე;

ფერი: ქარვისფერიდან ოქროსფრამდე;

არომატი: მდიდარი, ნაირფეროვანი, ჩირის, კარამელის, მუხის მერქნის ტონებით;

გემო: სავსე, მდიდარი, ძველი ბრენდებისათვის დამახასიათებელი ოდნავ პიკანტური სიმწკლარტით.

Sarajishvili Vintage 1970.jpg

VINTAGE 1970

წელი: 1970

რეგიონი: იმერეთი, ვარციხე-დიმი-ბაღდათის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ციცქა, ცოლიკაური;

ფერი: კრიალა ოქროსფერი;

არომატი: დახვეწილი, ნაზი, ხილისა და მინდვრის ყვავილთა მრავალფეროვანი სურნელით;

გემო: ჰარმონიული, რბილი, მუხის პიკანტური არომტით.

Sarajishvili Vintage 1971.jpg

VINTAGE 1971

წელი: 1971

რეგიონი: კახეთის რეგიონი, ყვარლის რაიონი, შილდა-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: მუქი ოქროსფერი;

არომატი: რთული, დახვეწილი, შავი ქლიავის, მინდვრის ყვავილთა სურნელით;

გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის გამოკვეთილი ტონებით;

Sarajishvili Vintage 1973.jpg

VINTAGE 1973

წელი: 1973

რეგიონი: კახეთის რეგიონი, ყვარლის რაიონი, შილდა-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: ოქროსფერში გარდამავალი კრიალა ყავისფერი;

არომატი: მრავალმხრივი, ხილისა და ყვავილთა ჰარმონიული სურნელი შერწყმული მუხის მერქნის პიკანტურ ტონებთან;

გემო: სასიამოვნო, დახვეწილი, კარამელისა და მუხის მერქნის არომატით.

Sarajishvili Vintage 1976.jpg

VINTAGE 1976

წელი: 1976

რეგიონი: ქართლი, მცხეთა-ოკამის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ჩინური, გორული მწვანე;

ფერი: ქარვისფერში გარდამავალი ოქროსფერი;

არომატი: მდიდარი,  ჩირის, კარამელის, მუხის მერქნის ტონებით;

გემო: სასიამოვნო, რბილი, ხავერდოვანი.

Sarajishvili Vintage 1977.jpg

VINTAGE 1977

წელი: 1977

რეგიონი: კახეთი, გრემი-შილდა-საბუე-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: მუქი ოქროსფერი;

არომატი:  შავი ქლიავის, ნუშის, პურის ქერქის, შოკოლადის პიკანტური სურნელით;

გემო: რბილი, ჰარმონიული.

Sarajishvili Vintage 1979.jpg

VINTAGE 1979

წელი: 1979

რეგიონი: იმერეთი, ძირულა-ხარაგაულისა და ჭიათურა-საჩხერის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: ცოლიკაური, ციცქა;

ფერი: კრიალა მუქი ჩალისფრიდან გარდამავალი ოქროსფერში;

არომატი: მდიდარი, მრავალფეროვანი, მინდვრის ყვავილთა, ჩირის, კარამელის დახვეწილი არომატით;

გემო: დახვეწილი, რბილი, ძველი კონიაკისათვის დამახასიათებელი მუხის პიკანტური ტონებით. 

Sarajishvili Vintage 1980.jpg

VINTAGE 1980

წელი: 1980

რეგიონი: კახეთი, შილდა-ენისელის მიკროზონა;

ყურძნის ჯიში: რქაწითელი;

ფერი: ოქროსფერი;

არომატი: დახვეწილი, ჰარმონიული, შავი ქლიავის,ნუშის და მუხის პიკანტური ტონებით;

გემო: რბილი, დახვეწილი, კარამელისა და მუხის მერქნის არომატით.

bottom of page