top of page

ტური

BRRRRRL.jpg

ქართული ღვინის ბრენდის წარმოების ისტორია სწორედ სარაჯიშვილის ქარხანაში დაიწყო 1884 წელს. დაარსების დღიდან სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების ხელოვნებას ეუფლება და ქმნის ღვინის ბრენდის გამორჩეულ ნიმუშებს.

კონიაკის მსუბუქი, სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი ბაღები და უძველესი საცავები თითქმის გვავიწყებს აწმყოს და გვაბრუნებს ეპოქაში, როდესაც ქართული ღვინის ბრენდის წარმოება პირველ ნაბიჯებს დგამდა.

სტუმრობის დროს თქვენ აღმოაჩენთ და გაეცნობით ქართული ღვინის ბრენდის ისტორიას და მისი შექმნის ტექნოლოგიის უცნობ ნიუანსებს, შეეხებით ისტორიულ არტეფაქტებს, ისწავლით „სარაჯიშვილის“ დაგემოვნებას, შეფასებასა და მასთან მოპყრობის წესებს.

ღვინის ბრენდის დეგუსტაცია საშუალებას მოგცემთ შეიცნოთ სასმელის მრავალფეროვანი არომატი და აღმოაჩინოთ მისი მიმზიდველი ძალა.

ორშაბათი-კვირა 10:00-20:00

ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

ტურები ტარდება ქართულ,ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე

დაჯავშნე
bottom of page