top of page
PRODUCTS.jpg

კომპანია

სარაჯიშვილის ბრენდის სამ საუკუნოვანი ისტორია 1884 წლიდან იწყება. დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ღვინის ბრენდის კლასიკური მეთოდით წარმოებას და საფრანგეთის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა იყო  რუსეთის იმპერიაში, რომელმაც კონიაკის წარმოება დაიწყო და ოფიციალურად გამოიყენა სიტყვა „კონიაკი“.თბილისში დაარსებულმა ქარხანამ -1887 წელს  პირველი პროდუქტი გამოუშვა.

 

კომპანია „სარაჯიშვილი“ სწრაფად გაიზარდა და გაფართოვდა. რუსეთის იმპერიისა და ევროპის მასშტაბით განლაგდა სპირტსახდელები და სარეალიზაციო ქსელი, რომელშიც იყიდებოდა სარაჯიშვილის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია: კონიაკი, არაყი, ღვინო, ლიქიორი, რომი, აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები.

 

ბრენდის პირველი სპეციალიზებული მაღაზია (ბუტიკი) თბილისში გაიხსნა 1903 წელს.

 

1909 წლის 1 მაისს საფრანგეთის მთავრობის პირველი დეკრეტი გამოიცა, რომელიც კატეგორიულად კრძალავდა სიტყვა „კონიაკის“  გამოყენებას საფრანგეთის ტერიტორიაზეც კი, გარდა შარანტის დეპარტამენტისა. მას შემდეგ ყველა ეტიკეტზე სახელი „კონიაკი“ შეიცვალა ღვინის ბრენდით, მაგრამ წარმოების ტექნოლოგია უცვლელი დარჩა.

 

1889-1912 წლებში სარაჯიშვილის კონიაკებმა საერთაშორისო გამოფენებზე: პარიზში, ჩიკაგოში, ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში ოქროს მედლები მოიპოვა. 1913 წელს სარაჯიშვილის კომპანიას იმპერატორის კარის მიმწოდებლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს კონიაკის მაღალ ხარისხს.

 

საბჭოური პერიოდის განმავლობაში მოხდა ქარხნის ნაციონალიზაცია და შეეცვალა სახელი, დაერქვა „თბილისის კონიაკის ქარხანა“ მას შემდეგ კომპანიამ არაერთგზის შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. მიუხედავად ამისა, განვითარების ტემპები არ შენელებულა. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა უმაღლესი ხარისხის სპირტების რეზერვების შექმნა.

 

დღევანდელი ქარხნის მშნებელობა 1939 წლიდან 1954 წლამდე გრძელდებოდა, სწორედ აქ მოხდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამოხდილი უნიკალური სპირტების მარაგის თავმოყრა.

1994 წელს კომპანიის მესაკუთრე გახდა ბუბუტეიშვილების ოჯახი, რომელმაც შეისყიდა კომპანია და უნიკალური, ისტორიული ქართული სპირტების მარაგი,  სადაც ჩვენ  ვხვდებით 1893 და 1905 წლებში გამოხდილი სპირტებსაც, რომელებიც თავად დავით სარაჯიშვილის ზედამხედველობით დამზადდა. კომპანიას „სარაჯიშვილის“ სახელი დაუბრუნდა.

 

დავით სარაჯიშვილი იმ დროისთვის ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა, მას საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა და მისი ყოველი ნაბიჯი შთაგონებული იყო ქვეყნის განვითარების სურვილით. ღირებულებათა თანხვედრის, საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით კომპანია „სარაჯიშვილი”  წარმატებით განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. 

 

"სარაჯიშვილის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: 6 სუპერ გრან-პრი, 35 გრან-პრი, 1 ორმაგი ოქროს, 1 დიდი ოქროს და 155 ოქროს მედალი. საუკეთესო შეფასებების შედეგად,  „სარაჯიშვილმა“  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვა აღიარება. ამჟამად  „სარაჯიშვილი“ მსოფლიოს ოთხი კონტინენტის ოცამდე ქვეყანაში ახდენს თავისი ბრენდის იმპორტს.

 

მუდმივი შემოქმედებითი ძიება, საქმის სიყვარული და წინსვლის სურვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ მთავარი მახასიათებლებია.

 

bottom of page