top of page

Café Bibliothèque

  • sarajishvili
  • Oct 30
  • 1 min read

ree

კაფე „ბიბლიოთეკა“ წარსულის შთაგონებით შექმნილი თანამედროვე სივრცეა, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახელთან დაკავშირებულ ფასდაუდებელ მემკვიდრეობას ინახავს. ერთ დროს, ძველი ქარხნის სივრცეში, სარაჯიშვილმა შექმნა მუზეუმი და ბიბლიოთეკა - ადგილი, სადაც მუშებს შეეძლოთ სწავლა, კითხვა და თვითგანვითარება. მას მტკიცედ სწამდა, რომ ცოდნა პროგრესის საფუძველია და ეს იდეა დღესაც აგრძელებს ცხოვრებას. როდესაც ახალი ქარხანა აშენდა, ტრადიციის პატივისცემით, კვლავ შეიქმნა საგანმანათლებლო და კულტურული სივრცე, რომელიც სარაჯიშვილის ხედვას აგრძელებს.


დღეს კაფე „ბიბლიოთეკა“ ამ ღირებულებებს ახალ ფორმატში აცოცხლებს. შენობის ფასადზე გამოსახული წითელი გული სტუმართმოყვარეობის და თბილი გარემოს სიმბოლოა, სადაც თითოეული სტუმარი მნიშნელოვანია. ეს არის ადგილი, სადაც წარსული გიყვება თავის ამბავს, ხოლო აწმყო გიხსნის კარს შეხვედრებისთვის, იდეების გაცვლისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.



 
 
 
bottom of page